The Weight
1933 წელს, დიდი დეპრესიის პერიოდში, ომის ვეტერანი სამუელ მერფი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, როდესაც მას ქალიშვილს აშორებენ და სასტიკ სამუშაო ბანაკში აგზავნიან. თავისუფლების დასაბრუნებლად მას უჩვეულო გარიგებას სთავაზობენ - მან პატიმრებისგან შემდგარ სახიფათო ჯგუფთან ერთად შორეული მაღაროდან დიდი ოდენობით ოქრო უნდა გაიტანოს. მერფის და მის თანამგზავრებს ასობით კილომეტრის უმძიმესი და თითქმის გაუვალი ტერიტორიის გადალახვა უწევთ. გზად ჯგუფში უნდობლობა და ღალატი იჩენს თავს, რის გამოც მისია გადარჩენისთვის ბრძოლად იქცევა. სამუელს კი ყველაზე რთული გადაწყვეტილების მიღება უწევს - რამდენად შორს არის მზად წავიდეს იმისთვის, რომ კვლავ ნახოს თავისი ქალიშვილი.